FinCEN-ის დოსიე

გადარიცხული $18 მილიონი და მიღებული $9 მილიონი - ქართული ბანკები FinCen-ის ფაილებში

შშ-ს ფინანსთა სამინისტროში შემავალ ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის [FinCen] დოკუმენტებში, რომელიც ფულის გათეთრებისა და თაღლითური სქემების შესახებ ინფორმაციას მოიცავს, ქართული ბანკებიც მოხვდნენ. 

აღნიშნული დოკუმენტები გამოცემა Buzzfeed-მა მოიპოვა, რომელმაც თავის მხრივ ეს მასალები გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს გადასცა. ამ გაერთიანებაში შედის 108 მედია საშუალება 88 ქვეყნიდან.

ფულის გათეთრებისა და საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებაში რამდენიმე ქართული ბანკიც ფიგურირებს. ჯამურად, საეჭვო ტრანზაქციების შედეგად, ქართული ბანკების ანგარიშებზე ჩაირიცხა 9 მილიონი, ხოლო გადაირიცხა 17,9 მილიონი დოლარი.

საეჭვო ტრანზაქციების ჩამონათვალი ქართული ბანკების მონაწილეობით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2007 წლის 18 ოქტომბრიდან 2011 წლის 11 ოქტომბრამდე, პერიოდში, 161 ტრანზაქციით TBC ბანკიდან Habib Bank A G Zurich-ის ანგარიშებზე გადაირიცხა 16,084,899 დოლარი;
  • 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 28 დეკემბრამდე პერიოდში, 13 ტრანზაქციით - Raiffeisenbank-იდან საქართველოს ბანკის ანგარიშებზე გადაირიცხა 7,628,334 დოლარი;

  • 2012 წლის 10 დეკემბერს 1 ტრანზაქციით - TBC ბანკიდან რუსეთის სახელმწიფო სბერბანკის ანგარიშზე გადაირცხა 1,800,000 დოლარი;
  • 2012 წლის პირველი ოქტომრიდან 2013 წლის 15 იანვრამდე პერიოდში, 5 ტრანზაქციით - The National Bank of Ras-დან [Ras Al-Khaimah, Uae] TBC ბანკის ანგარიშებზე გადაირიცხა 1,012,080 დოლარი;
  • 2016 წლის 2 თებერვლიდან ამავე წლის 22 მარტამდე პერიოდში, 10 ტრანზაქციით - პროკრედიტ ბანკიდან, საქართველოს ბანკის ანგარიშებზე გადაირცხა 414,418 დოლარი;
  • 2011 წლის 8 ივლისიდან 2011 წლის იანვრამდე პერიოდში, 2 ტრანზაქციით - საქართველოს ბანკიდან Habib Bank A G Zurich-ის ანგარიშებზე გადაირიცხა 81,000 დოლარი;
  • 2013 წლის 15 ნოემბერს 1 ტრანზაქციით - JSC Tbc ბანკიდან Uralsib Bank-ის ანგარიშებზე გადაირიცხა 2,489 დოლარი.

 

კომენტარები