ბათუმი

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ენმ-ის წევრი დააკავეს

moh.gov.ge

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, დავით გეგიაძე დააკავეს – ინფორმაცია ტაბულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დავით გეგიაძეს COVID-19-ით ინფიცირებული მეგობრის ნახვა უნდოდა, რასაც ექიმთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები