ჩინეთი

სი ძინფინგი: ჩინეთს არცერთ ქვეყანასთან არა აქვს ომის დაწყების განზრახვა, არც ცივის და არც ცხელის

სი ძინფინგი
News.com.au

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვირტუალურად გამოსვლისას განაცხადა, რომ პეკინს "ჩინეთს არცერთ ქვეყანასთან არა აქვს ომის დაწყების განზრახვა, არც ცივის და არც ცხელის". 

ჩვენ გავაგრძელებთ განსხვავებების შემცირებას და დავების მოგვარებას სხვებთან დიალოგით და მოლაპარაკებით. ჩვენ არ ვეცდებით მხოლოდ საკუთარი თავის განვითარებას ან ნულოვანი ჯამის თამაშში მონაწილეობას". – ირწმუნება ის.

სიმ მსოფლიოს ვირუსზე გლობალური საპასუხო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და ამაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას წამყვან როლს ანიჭებს. 

"[კორონავირუსის] საკითხის პოლიტიზირების ნებისმიერი მცდელობა ან სტიგმატიზაცია უარყოფილი უნდა იყოს". – განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ მაისში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, განაცხადა, რომ აშშ ორი ქვეყნის ურთიერთობას "ახალი ცივი ომის ზღვარისაკენ" უბიძგებს. 

სი ძინფინგის გამოსვლის პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციას მოუწოდა რომ ჩინეთს ახალი კორონავირუსის პანდემიაზე მისი ქმედებების გამო პასუხი აგებინოს. 

აშშ უკვე თვეებია ჩინეთს ადანაშაულებს ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვასა და ჩახშობისთვის. ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.

ჯანმო-ს კი ბრალს სდებს, რომ ჩინეთს ორგანიზაციაზე გავლენა აქვს, ჯანმო-მ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ამის გამო აშშ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის ივლისში ოფიციალურად დატოვებს.

 
  • როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად? – ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო და სხვა.

კომენტარები