კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 24

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.  

ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19 კიდევ 227 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები