კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში დადასტურდა, თბილისში - 34

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავდამყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ელდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში დადასტურდა. მისივე თქმით, 34 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, რუსთავში 4, იმერეთში 14 შემთხვევაა - 2 თერჯოლაში, 12 კი ქუთაისში. 

"გურიაში არის 4 შემთხვევა, აქედან 1 არის ლანჩხუთი და 3 ოზურგეთი. დუშეთში 1 შემთხვევაა, ზუგდიდში კი 2 შემთხვევა". – თქვა ენდელაძემ.  

ენდელაძის ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები