სტრიმინგ სერვისებზე გამოშვებული სერიალების ტრეილერებს შორის Wanda/Vision-მა რეკორდული რაოდენობის ნახვა მოაგროვა.
Emmy 2020-ის დაჯილდოების მსვლელობისას გასულ ტრეილერს 53 მილიონმა ადამიანმა უყურა. სოციალურ ქსელებში ვიდეო 302 000-ჯერ გააზიარეს. პროექტი Twitter-სა და Youtube-ის ტრენდებში მოხვდა.
მომავალი მინისერიალის სიუჟეტი მიხედვით თანოსის ხელით მოკლული ვიჟენი პარალელურ სამყაროში ხვდება, რომელშიც ადამიანები 50-იანი წლების ამერიკული სიტკომების წესებით ცხოვრობენ.
სერიალი Disney+-ზე 2020 წლის დეკემბერში გამოვა.