არჩევნები 2020

ვაშაძე: ბატონი დევი ჭანკოტაძე ჩვენ გვჭირდება ეროვნულ კამპანიაში

გრიგოლ ვაშაძე

"ბატონი დევი ჩვენ გვჭირდება ეროვნულ კამპანიაში". – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა. 

წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად გენერალი, დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა. ის უკვე კამპანიას ატარებდა და ქუჩებში მისი ბანერები იყო გაკრული, თუმცა დღეს, 23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. 

"ბატონი დევი დაგვჭირდება ჩვენ ეროვნულ კამპანიაში და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეროვნულ კამპანიაში ყველა რეგიონში ჩართული იყოს 2008 წლის რუსული სამხედრო ტერორისტული აგრესიის მოგერიების ერთერთი გმირი". – ამბობს ვაშაძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა დევი ჭანკოტაძე პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი, ვაშაძე პასუხობს, რომ "რა თქმა უნდა, იქნება". 

კომენტარები