კორონავირუსი საქართველოში

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მესანთლეს COVID-19 დაუდასტურდა, მეუფე გერასიმე ტესტს ჩაიტარებს

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მესანთლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ეპარქია ავრცელებს. 

გავრცელებული განცხადების მიხედვით, მესანთლე თბილისიდან "ამ დღეებში" დაბრუნდა. რაც შეეხება მეუფე გერასიმეს, ეპარქიის ცნობით, ის ჯერჯერობით თვითიზოლაციაში არ არის და კორონავირუსზე ტესტს ხვალ ჩაიტარებს. 

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები