აშშ-ს დახმარება

აშშ სირიას, სამხრეთ სუდანს და საჰელის რეგიონის ქვეყნებს ჯამში $980 მილიონით დაეხმარება

სტივენ ბეიგენი
Reuters

აშშ ჰუმანიტარული დახმარების სახით სირიას 720 მილიონ აშშ დოლარს, აფრიკის საჰელის რეგიონს 152 მილიონ დოლარს, ხოლო სამხრეთ სუდანს 108 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

განცხადება ამის თაობაზე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბეიგენმა გააკეთა. მისი თქმით, გამოყოფილი თანხა განკუთვნილია როგორც სირიაში, ასევე ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონში მცხოვრები სირიელებისათვის.

სამხრეთ სუდანისა და საჰელის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის ნიგერის, მალის, ბურკინა-ფასოს და მავრიტანიისათვის დახმარების გამოყოფაზე განცხადება USAID-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა გააკეთა. დახმარება მიმართული იქნება იძულებით გადაადგებულთა მხარდაჭერის და საკვების ნაკლებობის პრობლემის აღმოფხვრისაკენ.

ახალი დახმარების ჩათვლით აშშ-ს სირიისათვის კრიზისის დაწყებიდან 12 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი.

კომენტარები