ლარის გაუფასურება

კომერციულ ბანკებში 1 ევროს ღირებულება 3.93-3.96 ლარია

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. მხოლოდ სექტემბრის თვეში საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 22 თეთრით, ხოლო ევროსთან - 17 თეთრით გაუფასურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ კი, გაუფასურების მაჩვენებელი ევროსთან 78 თეთრია, დოლართან - 46.

25 სექტემბერს კომერციულ ბანკებში 1 ევროს ღირებულება 3.92-3.96 ლარის ფარგლებში მერყეობს. კერძოდ, TBC ბანკში 1 ევროს ყიდვა 3.9590 ლარად შეგიძლიათ, საქართველოს ბანკში - 3.9280 ლარად, ლიბერთი ბანკში კი - 3.947 ლარად.

ბოლო კვირაში ლარმა ევროსთან მიმართებით გაუფასურების ანტირეკორდი მოხსნა. საქართველოს ეროვნული ვალუტის არსებობის ისტორიაში ევრო ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 460 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

კომენტარები