პაბლო ესკობარი

პაბლო ესკობარის ძმისშვილმა ნარკობარონის სახლის კედელში $18 მილიონი იპოვა

0 კომენტარი
პაბლო ესკობარი

პაბლო ესკობარის ძმისშვილმა, ნიკოლა ესკობარმა, ნარკობარონის ერთ-ერთი სახლის კედელში ჩანთა იპოვა, რომელშიც 18 მილიონი დოლარი იდო.

მისი თქმით, თავისმა "ხედვამ" უკარნახა, სად უნდა მოეძებნა ფული. 18 მილიონი დოლარი მან იპოვა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მედელინში მდებარეობს.

ნიკოლა ესკობარმა ასევე თქვა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მან დამალული ფული იპოვა. ამის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ პაბლო ესკობარი მრავალ სხვადასხვა ადგილას ინახავდა თავის ქონებას.

"კუპიურების ნაწილი ძალიან ძველი იყო და აღარ გამოიყენებოდა". - თქვა მან.

პაბლო ესკობარი 1949 წელს კოლუმბიაში დაიბადა და 1970-იან წლებში მედელინის ნარკოკარტელი ჩამოაყალიბა. თავისი საქმიანობის წლებში, ამერიკაში შეტანილი კოკაინის თითქმის 80% მას ეკუთვნოდა.

1991 წელს იგი დააკავეს და თავის მოწყობილ "საპყრობილეში" ჩასვეს, რომელსაც ესკობარმა საკათედრო ტაძარი უწოდა.

პაბლო ესკობარის სახელს უკავშირდება 4 000-მდე ადამიანის სიკვდილი. იგი 1993 წელს, პოლიციასთან შეტაკების დროს მოკვდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები