ავიაკატასრტოფა ხარკოვთან

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 22 პირი

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის Antonov-26-ის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კადეტი იყო. 

თვითმფრინავი სამხედრო აეროპორტიდან 2 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა, ხარკოვთან მდებარე ქალაქ ჩუხუივში.

კადეტები საწვრთნელ ფრენაზე იყვნენ. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში თქვეს, რომ თვითმფრინავში სულ 27 პირი იყო. ორი პირი სერიოზულად დაშავდა, სამს ეძებენ. 

ავიაკატასტროფის მიზეზს იძებენ. უცნობია, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტთან დაკავშირებულია თუ არა ეს. 

ხარკოვის რეგიონალური გუბერნატორის, ოლექსი კუჩერის, თქმით, პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა პილოტმა ჩამოვარდნამდე ერთი ძრავის უკმარისობაზე განაცხადა, თუმცა ეს კრიტიკული სიტუაცია არ უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.

26 სექტემბერს ადგილზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავა. 

კომენტარები