არჩევნები 2020

მარნეულში ევროპული საქართველოს აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს

მარნეულში, სოფელ სადახლოში ევროპული საქართველოს ერთ-ერთ აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს. ევროპული საქართველოს გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა. იმამკულიევი მომხდარს ქართულ ოცნებას უკავშირებს.

"ქართული ოცნება ბედავს, რომ კიდევ დააშავოს ჩვენი მოსახლეობა, მათ აქვთ უდანაშაულობის სინდრომი და ფიქრობენ, რომ არავინ დაიჭერთ". – ამბობს აჰმედ იმამკულიევი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები