კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში Covid 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 1 მილიონს გადაცდა, გამოჯანმრთელდა 24 მლნ-ზე მეტი

NIAID/National Institutes of Health via AP

მსოფლიოში კორონავირუსით ოფიციალურად ინფიცირებულთა რაოდენობა 33 მილიონს აჭარბებს. აქედან გამოჯანმრთელდა 24 690 092 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა - 1 003 471.

აქტიური 7 693 854 შემთხვევიდან 1%-ის (65 208) ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია, დანარჩენი 99%-ის (7 628 646 ინფიცირებული) - საშუალო სიმძიმის ან მსუბუქი.

მსოფლიოში რაოდენობრივად ყველაზე მეტი ინფიცირებული (7 327 197) და დაღუპული (209 521) კვლავ აშშ-ს ჰყავს. დაავადებულთა რიცხვით მეორე და გარდაცვლილთა რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს ინდოეთი, ხოლო ბრაზილია პირიქით - მსოფლიოში მესამე ადგილზეა ინფიცირებულთა, მეორე ადგილზე კი - გარდაცვლილთა რიცხვით. 

საქართველოში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 2054 და გარდაიცვალა 32 ადამიანი.

კომენტარები