ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან 36-ე პაციენტი დაიღუპა, დღეს მეოთხე

AFP - Getty Images

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 36-ე პაციენტი გარდაიცვალა. დღეს, 29 სექტემბერს, ეს გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge-ზე განახლდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსი კიდევ 314 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 866 ახალი შემთხვევა აღირიცხა, აქედან 2 324 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 29 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19-ის 3 542 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც ნაწილი სტაციონარში მკურნალობს, ნაწილი კი კოვიდ-სასტუმროებში.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები