დავით გარეჯი

ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე: ყველა სადაო საკითხი საქართველოს საზიანოდ იყო გადაწყვეტილი

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე საუბრისას ამბობს, რომ ძველი კომისიის შემადგენლობა ეჭვს იწვევდა და ყველა სადაო საკითხი საქართველოს საზიანოდ იყო გადაწყვეტილი. 

"ჩვენ ადრე ვსაუბრობდით ამაზე, რომ ძალიან დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა. კომისიის მუშაობა იყო არაეფექტური. ყველა სადაო, საეჭვო და დასაზუსტებელი საკითხი იყო გადაწყვეტილი საქართველოს საზიანოდ. მე ნუ მაკისრებთ მოვალეობას, რომ პასუხისმგებლობები დავაკისრო ხელისუფლებებს". – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.  

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, შეთანხმდა თუ არა აზერბაიჯანთან საზღვარი საქართველოს საზიანოდ

უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

კომენტარები