არჩევნები 2020

შემცირებული გადასახადები, გაორმაგებული პენსია – რის ვალდებულებას იღებს ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარტია ვალდებულებას იღებს შემდეგი პუნქტების შესრულებაზე:

  • შეამციროს გადასახადები;
  • შექმნას 100 000 ახალი სამუშაო ადგილი;
  • თითოეულ ოჯახს ყოველწლიურად დაუზოგოს 2 000 ლარი;
  • გაორმაგდეს პენსია;
  • გაორმაგდეს დევნილთა და სოციალურად დაუცველთა დახმარება;
  • მეტი ქონება დარჩეს ხალხს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

"ეს ყველაფერი არის ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება, ქვეყანა გამოვიყვანოთ ეკონომიკური კრიზისიდან და ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენგანი პასუხს ვაგებთ ჩვენი ხელმოწერით". – ამბობს დავით ბაქრაძე. 

1-ელ ოქტომბერს პარტიამ კიდევ ერთი პოლიტიკური ვალდებულებაც აიღო, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში შესვლის შემდეგ კოალიციას არ შეუქმნის ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს და, ამავდროულად, არ დაუჭერს მხარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატურას. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ბრძოლის შედეგად, არჩევნები არსებითად პროპორციული, 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობს, 30-ისა კი მაჟორიტარულით. არჩევნებზე დარეგისტრირებულია 66 პარტია. 

კომენტარები