არჩევნები 2020

ბოკუჩავა: ბუბა კიკაბიძე უშიშრობის, პატრიოტიზმის და მოუსყიდველობის სიმბოლოა

"ბუბა კიკაბიძე უშიშრობის, პატრიოტიზმის და მოუსყიდველობის სიმბოლო". – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ბუბა კიკაბიძეზე მას შემდეგ, რაც იგი ენმ-სა და გაერთიანება ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიის პირველ ნომერად დაასახელა.

ბოკუჩავას შეფასებით მათი საარჩევნო სია გამარჯვების ფორმულაა, რადგან, როგორც თავად განმარტავს "ამ არჩევნებში გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს".

ენმ-სა და ძალა ერთობაშიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ბუბა კიკაბიძე
  2. გრიგოლ ვაშაძე
  3. ნიკა მელია
  4. ხატია დეკანოიძე
  5. კობა ნაყოფია
  6. დევი ჭანკოტაძე
  7. ლევან ვარშალომიძე
  8. სალომე სამადაშვილი
  9. ზალიკო უდუმაშვილი
  10. ხათუნა სამნიძე 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც 120 დეპუტატის პროპორციული სიით, ხოლო 30-ისა კი მაჟორიტარულით გულისხმობს. არჩევნებზე დარეგისტრირებულია 66 პარტია.

კომენტარები