კრიმინალი

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

0 კომენტარი

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი მსჯავრდებული ა.ა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მსჯავრდებული სოფელ უზუნთალის ახლოს, ტყეში მიიმალა.

2019 წლის 5 ივლისს, 58 წლის ა.ა. პოლიციამ არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავა.

"მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ჩადენილი დანაშაულისთვის სააპელაციო სასამართლომ ა.ა.-ს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა" - აცხადებს შსს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები