აშშ

დონალდ ტრამპს ახალი კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს

დონალდ ტრამპი
USnews.com

აშშ-ს პრეზიდენტს, დონალ ტრამპს ახალი კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს.

ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს, 2 ოქტომბერს Covid-19 დაუდასტურდათ

თეთრი სახლის ექიმის განცხადებით, პრეზიდენტი შეუფერხებლად გააგრძელებს თავის საქმიანობას.

აშშ-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი თვითიზოლაციაში არიან თეთრ სახლში.

ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს და მის ცოლს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. კორონავირუსი ასევე არ დაუდასტურდათ ტრამპის უმცროს ვაჟს, ბერონ ტრამპს და ქალიშვილს, ივანკა ტრამპს. 

კორონავირუსის ტესტს ჯო ბაიდენიც გაიკეთებს, რადგან მან და ტრამპმა ორი დღის წინ პირველი საპრეზიდენტო დებატები გამართეს.

კომენტარები