წყალდიდობა

საფრანგეთსა და იტალიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

ქალაქ ნიცასთან ახლოს, საფრანგეთისა და იტალიის მოსაზღვრე რეგიონში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, სანაპიროზე 5 პირის ცხედარი იპოვეს, ხოლო საფრანგეთში 2. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდნენ.

რეკორდული რაოდენობის ნალექის მოსვლის გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ქუჩები. ზოგიერთ ადგილას ჩაინგრა გზები და ხიდები. ზარალი რამდენიმე მილიონ ევროს აღწევს.

წყალდიდობას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება კიდევ 21 ადამიანი. სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ათასამდე მეხანძრე.

კომენტარები