პენელოპე კრუზი

კრუზმა კოლუმბიის დროშა გამოაქვეყნა, IG-ის მომხმარებლებმა სომხეთის მხარდაჭერად აღიქვეს

Instagram

ესპანელმა მსახიობმა პენელოპე კრუზმა მომავალი ფილმიდან 355 სოციალურ ქსელში პოსტერი გამოაქვეყნა. მსახიობი მძაფრსიუჟეტიან სიუჟეტში კოლუმბიელ სუპერაგენტს თამაშობს და შესაბამისად კოლუმბიის დროშის ფონზე დგას.

კრუზის გვერდის მიმდევართა ნაწილმა, რომელსაც კოლუმბიის დროშა სომხეთის დროშაში აერია, ჩათვალა რომ მსახიობი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხურ მხარეს უჭერს მხარს.

View this post on Instagram

We are #The355

A post shared by Penélope Cruz (@penelopecruzoficial) on

მოგვიანებით მსახიობმა ფოტოს ქვეშ კომენტარი დაწერა რომელშიც საკუთარი პერსონაჟის, გრასიელას კოლუმბიურ წარმომავლობას გაუსვა ხაზი. მიუხედავად ამისა კომენტარებში აზერბაიჯანელ და სომეხ მომხმარებლებს შორის დისკუსია არ შეწყდა.

355 მძაფრსიუჟეტიანი ჯაშუშური ფილმია, რომელშიც პენელოპე კრუზის გარდა ჯესიკა ჩესტეინი, დაიან კრიუგერი და ლუპიტა ნიონგო თამაშობენ.

კომენტარები