კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ფართომასშტაბიან შეზღუდვებზე მსჯელობა მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების საკითხზე ისაუბრდა. 

თბილისში ინფიცირების მზარდი შემთხვევების შესახებ დასმულ კითხვაზე გამყრელიძე პასუხობს, რომ წერტილოვანი შემზღუდავი ღონისძიებები ამჟამადაც ხორციელდება და მაგალითად ე.წ. "ოქროს ბირჟის" მუშაობის შეჩერება დაასახელა. 

რაც შეეხება ფართომასშტაბიან შეზღუდვებს, გამყრელიძე ამბობს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს საკოორდინაციო საბჭო იღებს. "რაც შეეხება ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებს ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, როგორი  და რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები და იქნება თუ არა საერთოდ", - ამბობს გამყრელიძე. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის 527 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 10 752 შეადგინა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა.

კომენტარები