კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა, 253 – გამოჯანმრთელდა

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში ახალი კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გამოჯანმრთელდა კიდევ 253 ადამიანი. მონაცემები სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 4 ადამიანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ოთხივე გარდაცვლილი ქალია, მათი ასაკი 65, 76, 80 და 90 წელია. გარდაცვლილების თანმხლებ დაავადებებზე დამატებითი ინფორმაცია წაიკითხეთ აქ.  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში 519 ახალი შემთხვევიდან 222 ბათუმში დადასტურდა, 137 თბილისში, 99 იმერეთში, 31 ქვემო ქართლში, 10 გურიაში, 10 მცხეთა-მთიანეთში, 7 შიდა ქართლში, 5 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 კახეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში, 4 კი შემოტანილი შემთხვევაა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 119 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 074 შემთხვევაა აქტიური. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  

კომენტარები