დავითგარეჯის საქმე

მელაშვილის ცოლი: ყველა თავის სკამზე და ადგილზე ფიქრობს 

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ცოლი, თამარ სულაძე საქმის გამოძიების პროცესს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ, მისი აზრით, საქმის გამოძიებაში ყველა საკუთარ სკამსა და ადგილზე ფიქრობს და ამიტომ მისთვის ძნელად დასაჯერებელია, ვინმემ სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს.

"ყველა თავის სკამზე და თავის ადგილზე ფიქრობს და ამიტომ ცოტა ძნელად დასაჯერებელია, ვინმემ სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს, მაგრამ მაინც მაქვს სადღაც იმედი ადამიანების, რომლებისთვისაც პატიოსნება ყველაფერზე მაღლა დგას". – ამბობს თამარ სულაძე.

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა მელაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა​. 

მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
 
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
 

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები