დავითგარეჯის საქმე

მშვენიერაძე: ილიჩოვამ გამოძიებას 4 სექტემბერს თავად უთხრა, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ჰქონდა

0 კომენტარი

იურისტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე წერს, რომ დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულმა ნატალია ილიჩოვამ დაკავებამდე 33 დღით ადრე, 4 სექტემბერს გამოძიებას თავად უთხრა, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა მასთან ინახებოდა.  

მშვენიერაძე ნატალია ილიჩოვას ჩვენებიდან ნაწყვეტს აქვეყნებს: 

"აქვე მინდა დავამატო, რომ, როგორც ვიხსენებ, ივერი მელაშვილი მოსული იყო სასაზღვრო პოლიციაში და იქ დამატებით გაეცნო 1:200 000 მასშტაბის რუკებს, რომელიც ჩემთან ინახება, კონკრეტული თარიღის მითითება არ შემიძლია." - ვკითხულობთ ჩვენებაში. 

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

"შეწყდეს კარტოგრაფების საქმე!" - დღეს, 10 ოქტობერს, პარლამენტთან ილოჩოვასა და მელაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

წაიკითხეთ ამავე თემაზე: 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები