არჩევნები 2020

გიორგი ვაშაძეს მდინარაძემ საჩუქრად კობახიძისგან გამოგზავნილი საათი გადასცა [video]

0 კომენტარი

საზოგადოებრივ მაუწყებელზე წინასააარჩევნო პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. დებატებში დღეს, 15 ოქტომბერს, ქართული ოცნებიდან მამუკა მდინარაძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე მონაწილეობენ.

დებატების დასაწყისში მამუკა მდინარაძემ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს ირაკლი კობახიძისგან გამოგზავნილი საათი გადასცა საჩუქრად. მდინარაძის მტკიცებით, ძვირად ღირებული საათები, რომლებიც გიორგი ვაშაძის წინასაარჩევნო კლიპშია ნაჩვენები, არც მას და არც ირაკლი კობახიძეს არ ეკუთვნის.

"მისი ტყუილების შესახებ თავიდანვე უნდა ვთქვა. საათებთან დაკავშირებით მან პიარკამპანიის აწყობა გადაწყვიტა, მაგალითად, ჩემი საათი, რომელიც საერთოდ არ იყო ის საათი, რომელიც თავის სარეკლამო კლიპში გამოფინა და ირაკლი კობახიძის საათიც არ იყო ის, რაც აქაა წარმოდგენილი [...] მე მინდა, ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად გადავცე ეს საათი". – თქვა მდინარაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით კი, საათი, რომელიც მდინარაძემ სტუდიაში მიიტანა ყალბია და სტრატეგია აღმაშენებლის ვიდეოში კი "ყველა ფაქტი მოცემულია".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები