ახალი კორონავირუსი მსოფლიოში

პაპი ფრანცისკეს რეზიდენციაში მცხოვრებ პირს COVID-19 დაუდასტურდა

Remo Casilli / Reuters

ვატიკანში, პაპი ფრანცისკეს რეზიდენციაში მცხოვრებ პირს COVID-19 დაუდასტურდა. ინფიცირებული უკვე გადავიდა თვითიზოლაციაში. ასევე თვითიზოლაციაში გადავიდნენ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებიც. 

ცნობისთვის, პაპ ფრანცისკეს კორონავირუსზე ტესტირება რეგულარულად უტარდება. 

სულ ვატიკანში პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების 27 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 15 ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები