ეკონომიკა

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონელი 2020 წლის იანვარ-სექტემბერში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია.

იანვარ-სექტემბერში ექსპორტმა 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი იყო და 15.9%-ით შემცირდა.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სიის პირველი ათეული ასეთია:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 541.6 მლნ აშშ დოლარი (22.5%)
  • მსუბუქი ავტომობილები - 304.2 მლნ. აშშ დოლარი (12.7%)
  • ფეროშენადნობები - 180.3 მლნ. აშშ დოლარი (7.5%)
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 143.3 მლნ. აშშ დოლარი (6.0%)
  • სპირტიანი სასმელები - 86.3 მლნ. აშშ დოლარი (3.6%)
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 81.3 მლნ. აშშ დოლარი (3.4%)
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 77.3 მლნ. აშშ დოლარი (3.2%) 
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 71.5 მლნ. აშშ დოლარი (3.0%)
  • ოქრო - 68.8 მლნ. აშშ დოლარი (2.9%)
  • აზოტოვანი სასუქები 56.3 მლნ. აშშ დოლარი (2.3%)

იანვარ-სექტემბერში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფები კი იყო:

  • მსუბუქი ავტომობილები - 560.2 მლნ. აშშ დოლარი ( 9.8%)
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 415.6 მლნ აშშ დოლარი (7.3%)
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 366.6 მლნ. აშშ დოლარი (6.4%)
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 230.3 მლნ. აშშ დოლარი (4.0%)
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 197.3 მლნ. აშშ დოლარი (3.5%)
  • სატელეფონო აპარატები - 114.5 მლნ. აშშ დოლარი (2.0%)
  • ხორბალი და მესლინი - 80.4 მლნ. აშშ დოლარი (1.4%)
  • სიგარები, სიგარელები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 51.3 მლნ. აშშ დოლარი (0.9%)
  • სატვირთო ავტომობილები - 48.4 მლნ. აშშ დოლარი (0.8%)
  • შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - 47.1 მლნ. აშშ დოლარი (0.8%)

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (355.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (327.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (308.6 მლნ. აშშ დოლარი).

რუსეთი და ჩინეთი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულშიც შედიან: თურქეთი (981.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (626.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (509.6 მლნ. აშშ დოლარი).

კომენტარები