კორონავირუსი საქართველოში

ტურძელაძე: 15 წლის ინფიცირებული მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება

ტვ. პირველი

15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, კვლავ კრიტიკულად მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე რჩება. ინფორმაცია ტაბულას თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ, მიაწოდა.

"მდგომარეობა კვლავ არის მძიმე, რჩება მართვით სუნთქვაზე". - ამბობს ტურძელაძე. 

15 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობილი 17 ოქტომბერს გახდა.

დღეს, 20 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი. 

ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 158  კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები