COVID 19

COVID-19-ის ვაქცინის გამოცდისთვის მოხალისეებს დააინფიცირებენ - UK

ბრიტანეთში, COVID-19-ის ვაქცინის დასაჩქარებლად, ახალგაზრდა მოხალისეებს განზრახ დააინფიცირებენ. ბრიტანეთის მთავრობა 36 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას გეგმავს ლონდონის იმპერიულ კოლეჯის მეცნიერებთან და კომპანია hVIVO-სთან პარტნიორობაში. რეგულატორებისგან და ეთიკის კომიტეტისგან თანხმობის შემთხვევაში, კვლევები იანვარში დაიწყება და შედეგები 2021 წლის მაისში გახდება ცნობილი. 

hVIVO-მ, ფარმაცევტული სერვისების კომპანიის Open Orphan განყოფილებამ, პარასკევს განაცხადა, რომ კვლევების წინასწარი სამუშაოები უკვე დაწყებულია. კვლევითი გუნდის მიზანია აღმოაჩინოს ვირუსის ყველაზე მცირე რაოდენობა, რომელიც COVID-19-ს იწვევს. 

იმპერიული კოლეჯის მეცნიერი ქრის ქიუ ამბობს, რომ ამ კვლევამ, შესაძლოა, გააფართოვოს ჩვენი ცოდნა უნიკალური გზებით და დააჩქაროს ბევრი პოტენციური ახალი მკურნალობის მეთოდის ან ვაქცინის განვითარების პროცესი. 

"ჩვენი პრიორიტეტი, ნომერი ერთი, მოხალისეების უსაფრთხოებაა. ჩემი გუნდი რესპირატორულ ვირუსებზე ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებს ათი წელია ატარებს. არცერთი კვლევა რისკებისგან სრულიად თავისუფალი არაა, მაგრამ პროგრამის პარტნიორები ბევრს იმუშავებენ, რომ რისკების იმდენად დაბალი იყოს, რამდენადაც ეს შეგვიძლია."

ა.შ.შ. უფრო სიფრთხილით მიიწევს წინ. სახელმწიფოს წამყვანი მკვლევრები ამბობენ, რომ ადამიანებზე ჩატარებული გამოცდა ზედმეტად სარისკო შეიძლება იყოს. მაგრამ ბრიტანელი მკვლევრები ამბობენ, რომ პოტენციური მოგება იმდენად დიდია, რომ ვაქცინის განვითარების აჩქარება სამი თვითაც კი გლობალურად ასეულობით ათასი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს. 

ა.შ.შ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინები არ იქნება ხელმისაწვდომი შემდეგი წლის შუამდე. ბრიტანული ექსპერიმენტი იანვარში დაიწყება. 18-30 წლის მოხალისეებს მისცემენ ლაბორატორიაში გაზრდილი შტამის ცოცხალ ვირუსს და ყოველდღიურ და საათობრივ გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

კვლევის თავდაპირველ ფაზაში 50-90 ჯანმრთელი ინდივიდი იქნება ჩართული, რათა განისაზღვროს ვირუსის მინიმალური რაოდენობა, რომელიც აქტიურ ინფექციას იწვევს. მოგვიანებით, გაზაფხულზე მეცნიერები უფრო მეტ მოხალისეს ჩართავენ, რომლებსაც აცრას გაუკეთებენ და ვირუსთან ექსპოზიციის შემდეგ დააკვირდებიან, რამდენად დაიცვა ვაქცინამ.

კომენტარები