კრიმინალი

პრემიერი ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებასა და მძევლების აყვანაზე: ვაცადოთ პოლიციას

"როდესაც მიმდინარეობს ცოცხალი სპეცოპერაცია, ამის პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის". – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაზე განაცხადა.

"მაგრამ რაკი ამ კითხვას მისვამთ, მე რა ინფორმაციაც მაქვს, არის 1 დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ, შეიჭრა ერთერთი ბანკის ფილიალში, დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველები ყველა ღონეს იხმარენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია, მშვიდობიანად. ვაცადოთ ამ ხალხს". – ამბობს გახარია.

ზუგდიდში საქართველოს ბანკს აყაჩაღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი. ამ წუთებში შენობიდან ევაკუაცია მიმდინარეობს. პოლიცია ბანკში შესვლას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. 

კომენტარები