ტურიზმი და კორონავირუსი

ათენი, ვილნიუსი, რიგა, დორტმუნდი, ვარშავა, ბერლინი – ნოემბრის დადასტურებული ფრენები

0 კომენტარი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ნოემბრის დადასტურებული ფრენების განრიგი გამოაქვეყნა. კიევში, დოჰაში, სტამბოლში, მინსკსა და აქტაუში რეისები კვლავ ცალმხრივად სრულდება - მგზავრებს თბილისიდან გაფრენა შეუძლიათ, საქართველოში კი თვითმფრინავი ცარიელი ჩამოდის.

რეგულარული ავიარეისები დაინიშნა თბილისი-ვარშავას, თბილისი-ბერლინის, თბილისი-ვენის, თბილისი-ამსტერდამისა და თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე - აირზენა ნოემბრის თვეში 34 ფრენას შეასრულებს. ასევე, ავიაკომპანია Wizzair-ი ფრენებს აახლებს ქუთაისიდან ვილნიუსისა და დორტმუნდის მიმართულებით.

გთავაზობთ ფრენებს, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, უკვე დადასტურდა.

1 ნოემბერი

  • თბილისი-ვენა-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსი - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-დოჰა (კატარის ავიახაზები (მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

2 ნოემბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • ათენი-თბილისი-თბილისი (ეგეოსის ავიახაზები)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

3 ნოემბერი

  • თბილისი-პარიზი-თბილისი (აირზენა)
  • ვარშავა-თბილისი-ვარშავა (LOT)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი (Wizzair)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)

4 ნოემბერი

  • თბილისი-ბერლინი-თბილისი (აირზენა)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდი (Wizzair)

5 ნოემბერი

  • თბილისი-ვენა-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-აქტაუ - ავიაკომპანია სკატი (მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-სტამბოლი (ავიაკომპანია პეგასუსი, მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

6 ნოემბერი

  • თბილისი-პარიზი-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-ბერლინი-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-მინსკი (ბელავია, მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

7 ნოემბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • ვარშავა-თბილისი-ვარშავა (Lot)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი (Wizzair)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)
  • თბილისი-კიევი - Skyup Airlines (მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

8 ნოემბერი

  • თბილისი-ვენა-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსი - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდი (Wizzair)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)

9 ნოემბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

10 ნოემბერი

  • თბილისი-პარიზი-თბილისი (აირზენა)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი (Wizzair)
  • რიგა-ქუთაისი რიგა (Wizzair)

11 ნოემბერი

  • თბილისი-ბერლინი-თბილისი (აირზენა)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდი (Wizzair)

12 ნოემბერი

  • თბილისი-ვენა-თბილისი (აირზენა)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • თბილისი-აქტაუ - ავიაკომპანია სკატი (მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსი - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

13 ნოემბერი

  • თბილისი-პარიზი-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-ბერლინი-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-მინსკი (ბელავია, მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

14 ნოემბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • ვარშავა-თბილისი-ვარშავა (Lot)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • თბილისი-კიევი (Skyup Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი (Wizzair)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)

15 ნოემბერი

  • თბილისი-ვენა-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსი, მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდი (Wizzair)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)

16 ნოემბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

17 ნოემბერი

  • თბილისი-პარიზი-თბილისი (აირზენა)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი (Wizzair)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)

18 ნოემბერი

  • თბილისი-ბერლინი-თბილისი (აირზენა)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდი (Wizzair)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

19 ნოემბერი

  • თბილისი-ვენა-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსი, მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • რიგა თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • თბილისი-აქტაუ - ავიაკომპანია სკატი (მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

20 ნოემბერი

  • თბილისი-პარიზი-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-ბერლინი-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-მიუნხენი-თბილისი (ლუფტჰანზა)
  • თბილისი-მინსკი (ბელავია, მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

21 ნოემბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • ვარშავა-თბილისი-ვარშავა (Lot)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი (Wizzair)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)
  • თბილისი-კიევი (Skyup Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

22 ნოემბერი

  • თბილისი-ვენა-თბილისი (აირზენა)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდი (Wizzair)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)

23 ნოემბერი

  • ათენი-თბილისი-ათენი (ეგეოსის ავიახაზები)
  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

24 ნოემბერი

  • თბილისი-პარიზი-თბილისი (აირზენა)
  • რიგა თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი (Wizzair)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)

25 ნოემბერი

  • თბილისი-ბერლინი-თბილისი (აირზენა)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდი (Wizzair)

26 ნოემბერი

  • თბილისი-ვენა-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსი, მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-აქტაუ (ავიაკომპანია სკატი, მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

27 ნოემბერი

  • თბილისი-პარიზი-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-ბერლინი-თბილისი (აირზენა)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)
  • თბილისი-მინსკი (ბელავია)

28 ნოემბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • რიგა თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი (Wizzair)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)
  • თბილისი-კიევი (Skyup Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

29 ნოემბერი

  • თბილისი-ვენა-თბილისი (აირზენა)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდი (Wizzair)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)

30 ნოემბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

ზემოთჩამოთვლილ განრიგში ამ ეტაპზე არ არის თბილისი-მილანის (Ryanair) და ქუთაისი-კატოვიცეს (Wizzair) ფრენები. ეკონომიკის მინისტრმა არ იცის, როდის და რა სიხშირით განახლდება ეს რეისები. ნათია თურნავას თქმით, ავიაკომპანიები თავად გადაწყვეტენ, რამდენად გამოიყენებენ იმ სიხშირეებს, რომელიც მათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მისცა. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ეს "მათ მდგომარეობაზე, მგზავრთა ნაკადსა და მოთხოვნაზეა დამოკიდებული".

"როდესაც პოლონეთზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დამხვედრ ქვეყანასაც თავისი მოთხოვნები აქვს, მაგრამ ჩვენ ვხსნით ამ ფრენებს" - ამბობს მინისტრი.

რაც შეეხება ირლანდიურ ავიაკომპანია Ryanair-ს, ნათია თურნავას თქმით, ავიაციის სააგენტომ თბილისი-მილანის ფრენა დაუშვა.

"ბოლო ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, მათ გლობალურად აქვთ გადაწყვეტილი, რომ 70%-მდე შეამცირონ ზოგადად ფრენები, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება თუ ისინი მალე აითვისებენ ამ მიმართულებას, მაგრამ როდიდან დაიწყებენ და რა სიხშირით, ამას თვითონ გადაწყვეტენ, ჩვენ ჩვენი მხრიდან ამის მწვანე შუქი მივეცით" - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

მთავრობამ რეგულარული ფრენების შეზღუდვა ათ მიმართულებაზე მოხსნა, ხოლო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს ამ ქალაქებში რეგულარული ფრენის უფლება მისცა. ვარშავაში (Lot), ათენში (Aegan Airlines), დოჰაში (Qatar Airlines), ვენაში, ამსტერდამსა და ბერლინში (აირზენა) ჩარტერული ფრენები აქამდეც სრულდებოდა, ზემოთჩამოთვლილი ავიაკომპანიები ოპერირებას ნოემბერში უკვე რეგულარული ფრენის ქოლგის ქვეშ გააგრძელებენ, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, დაიწყებენ თუ არა Wizzair-ი და Ryanair-ი ფრენას ნოემბერშივე - ქუთაისი-კატოვიცეს და თბილისი-მილანის საჰაერო ხაზებზე.

ავიაკომპანიების ვებგვერდებზე ჯერჯერობით ამის ნიშანი არ ჩანს. Ryanair-ის საიტზე ფრენების საძიები სისტემაში თბილისი-მილანის მიმართულებაზე არათუ მომდევნო თვეების, არამედ, მომდევნო წლის მანძილზეც არ იძებნება არც ერთი რეისი.

რაც შეეხება Wizzair-ს, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, ავიაკომპანია ქუთაისი-კატოვიცეს საჰაერო ხაზზე მხოლოდ 2021 წლის მაისის თვიდან ყიდის ბილეთებს. 

ზაფხულში საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, მაშინ საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენები მხოლოდ რიგის, მიუნხენის და პარიზის მიმართულებით დაუშვა - თვეში ჯამში, დაახლოებით, 20 ფრენა. ასევე სრულდებოდა აირზენას ჩარტერები.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობდა, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურდათ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო მზად არ იყო.

როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს". – ამბობდა ნათია თურნავა მაშინ.

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ქვეყნების უმეტესობამ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა. კერძოდ, გერმანია საქართველოს მოქალაქეს ტურისტულად აღარ უშვებს. ლატვია და ლიტვა - თვითიზოლაციას ითხოვს. პოლონეთში საქართველოდან რეგულარული ფრენები კი, ჯერჯერობით აკრძალულია.

საქართველოს მთავრობამ ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ასევე, სავალდებულო კარანტინი ეხებოდა ყველას, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა. ამ უკანასკნელებს კი, კარანტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოუწევდათ, თუ ამ ხუთი ქვეყნიდან საქართველოში პირდაპირი რეისით შემოვიდოდნენ.

21 ნოემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 12-დღიან თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მათთან მიმართებით საქართველოს მთავრობა "ორმხრივ რეჟიმში" მუშაობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები