პოლ მაკკარტნი

პოლ მაკკარტნიმ კარანტინში ახალი ალბომი ჩაწერა, რომელიც 11 დეკემბერს გამოვა

სერ პოლ მაკკარტნი ახალი ალბომის ჩაწერისას. სურათები მას შვილმა, მერიმ გადაუღო.

სერ პოლ მაკკარტნი ახალ ალბომს გამოუშვებს, რომელიც მან კარანტინის დროს 9 კვირაში ჩაწერა.

ალბომს McCartney III ერქმევა და ის გაგრძელება იქნება McCartney I-ის და McCartney II-ისა, რომლებიც მომღერალმა 1970-იან და 1980-იან წლებში მარტო ჩაწერა.

"უბრალოდ რაღაცებს ვმაიმუნობდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი ალბომად დასრულდებოდა. ამით საკუთარ თავსა და ჩემს მსმენელს შევახსენე, რომ უნდა ჩავჭიდოთ ხელი კარგ რამეებს და ასე გავუძლოთ პანდემიას". - თქვა მაკკარტნიმ.

მისივე თქმით, ალბომში შესული რამდენიმე სიმღერა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამოძახილია.

სერ პოლ მაკკარტნის ოპტიმიზმი შთაგონებულია მისი მშობლების გამოცდილებით, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ლივერპულში მომხდარი ბლიცკრიგისას ქალაქში იმყოფებოდნენ.

"ისინი გადარჩნენ. ისინი გადაურჩნენ დაბომბვასა და ხალხის დაკარგვას მარჯვნიდან, მარცხნიდან და ცენტრიდან, თუმცა მაინც გადარჩნენ. ამიტომ კარგია საფიქრელად - ისინი თუ გადარჩნენ, ჩვენც გადავრჩებით". - თქვა მაკკარტნიმ.

ალბომის გამოსვლა დაგეგმილია 11 დეკემბერს.

კომენტარები