ეკონომიკა

40 მილიონის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 0.93 თეთრით, ხოლო ევროსთან 1.8 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მიერ 40 მილიონი დოლარი დოლარის გაყიდვის შემდეგ ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა. 

ახალი კურსით ლარი დოლართან მიმართებით 0.93 თეთრით, ხოლო ევროსთან 1.8 თეთრით გამყარდა. ახალი კურსით 1 დოლარის ღირებულება 3.2181 ლარია, ხოლო 1 ევროსი 3.8086 ლარი. 

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები წელს არაერთხელ გაყიდა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა უკვე 240 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად მიმდინარე წელს კი, ეროვნულმა ბანკმა 569 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. დღეს 1 დოლარი ოფიციალურად 3.2274 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.8267 ლარი. ამ პერიოდში ლარი ევროსთან 77 თეთრით გაუფასურდა, ხოლო დოლართან - 40 თეთრით.

კომენტარები