ბელარუსი

მინსკში შშმ პირებმა ანტისამთავრობო მსვლელობა გამართეს [VIDEO/PHOTO]

0 კომენტარი

მინსკში შშმ პირებმა, თავიანთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ანტისამთავრობო მსვლელობა გამართეს. 

ისინი პოლიციის ძალადობას, დისიდენტების გასამართლებას აპროტესტებდნენ. შშმ პირებმა მსგავსი მსვლელობა გასულ კვირასაც გამართეს. 

მომიტინგეების ნაწილს ხელში ეჭირა ბელარუსის ისტორიული, თეთრი-წითელი-თეთრი ფერის დროშები და სიმბოლოები. ქუჩაში ავტომობილის მძღოლები მხარდაჭერის ნიშნად მათ უსიგნალებდნენ

დემონსტრანტებმა ბელარუსის KGB-ს შენობაც ჩაიარეს, სადაც გაიძახდნენ - "გაათავისუფლე!"

მომიტინგეებს შორის ერთ-ერთი იყო კაცი, რომელსაც მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს აგვისტოში ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, რადგან მასთან ახლოს ასაფეთქებელი საშუალება აფეთქდა.

ბელარუსის მედიის ინფორმაციით, ამ მსვლელობაზე არავინ დაუკავებიათ.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები