სროლა გლდანში

შსს ავჭალაში კაცის ჩაცხრილვაზე: მარტო, სავარაუდოდ, გაჩერებულ მანქანაში იმყოფებოდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

შსს-ს წარმომადგენლის, კახა მურადაშვილის ცნობით, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდა კაცი მანქანაში ჩაცხრილეს, ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, გაჩერებულ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ის ჩაცხრილეს. მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე ოფიციალური უწყების წარმომადგენლები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.

"ამ ეტაპზე, სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა ხელს შეუშლის გამოძიებას... გარდაცვლილის ვინაობა გაჟღერდება მოგვიანებით". – ამბობს კახა მურადაშვილი.

შემთხვევა დღეს, 23 ოქტომბერს, მოხდა. მომდარის შესახებ გლდანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ Facebook-ზე დაწერა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები