არჩევნები 2020

"რაღაც ძაან ხმადაბლა იყო, აბა, გამაგონეთ ხმა" – ვაშაძე მხარდამჭერების ტაშზე

"რაღაც ძაან ხმადაბლა იყო, აბა, გამაგონეთ ხმა!" – ასე მიმართა ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებს, რომლებიც მის წარდგენას ტაშით შეხვდნენ. 

ტაშის ხელმეორედ დაკვრის შემდეგ კი, გრიგოლ ვაშაძემ თქვა: 

"ეგრე რა, ვითომ ქუთაისის ტორპედომ ჩემპიონების თასი მოიგო". 

გრიგოლ ვაშაძის წარდგენას ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას ლიდერები დაესწრნენ. ზაალ უდუმაშვილმა ვაშაძე საქართველოს "საუკეთესო საგარეო საქმეთა მინისტრად" წარადგინა. 

"მეგობრებო, მე მაქვს პატივი, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომლის პროფესიულ მიღწევებზე ზედმეტია საუბარი, ერთი შემიძლია, გითხრათ, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო საგარეო საქმეთა მინისტრი. ღირსეული პოლიტიკოსი, ღირსეული პიროვნება, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე". – თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები