კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 10 და გამოჯანმრთელდა 412 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

24 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 26 503 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 163 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 193 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები