ძარცვა ქობულეთში

შსს: ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის გამო 1 ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქობულეთში, ინკასატორის გაძარცვის გამო, 1986 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული სამართალდამცავებმა ქობულეთში დააკავეს, ნაძარცვი თანხა კი მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". - წერია უწყების განცხადებაში. 

ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. 

კომენტარები