კორონავირუსი საქართველოში

პენიტენციური სისტემის თანამშრომლები დღეიდან PCR ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლიან

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან, 24 ოქტომბრიდან, ყველა თანამშრომელი PCR ტესტირებას ორკვირიანი შუალედის ნაცვად, კვირაში ერთხელ გაივლის.  გარდა ამისა, შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ აღნიშნული პირები ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან.

"ახალი სამედიცინო პროტოკოლი კიდევ ერთი პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები". - წერია უწყების განცხადებაში. 

დღეს, 24 ოქტომბერს, კორონავირუსი N8 დაწესებულებაში მყოფ ორ ბრალდებულს დაუდასტურდა.

 

უწყების ცნობით, ინფიცირებულები სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ე.წ. კოვიდკლინიკაში დაუყონებლივ გადაიყვანა. მათივე ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

კომენტარები