კორონავირუსი საქართველოში

შოთა ბურჯანაძე: მივიღეთ პირობა, რომ 22:00 საათზე რესტორნების დახურვის საკითხი გადაიხედება

0 კომენტარი
ფოტო: grandgloria.ge

რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრისგან რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილების გადახედვის პირობა მიიღეს.

ბურჯანაძეს არ უთქვამს, კონკრეტულად რა შესთავაზეს რესტორნებმა მთავრობას, თუმცა, მისი განმარტებით, ლაპარაკია იმ რესტორნების დივერსიფიკაციაზე, რომლებსაც შეუძლიათ ოპერირება ისე, რომ კორონავირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ. 

„კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაციის საკითხი, რომელიც 22:00 საათზე რესტორნების დახურვას ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ შიდა სფეროს იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე კონკრეტული შეპირება მიღებულია". - ამბობს შოთა ბურჯანაძე. 

პრემიერმინისტრის შეხვედრა ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან, რომელთა შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მასში ბიზნესის 25-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

16 ოქტომბრიდან, კორონავირუსის გამო, თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეზღუდულია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები