კორონავირუსი საქართველოში

კერძო დაზღვევის ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვის პროცესში ჩაერთვებიან

დღეიდან, 26 ოქტომბრიდან, კერძო დაზღვევის ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვის პროცესში ჩაერთვებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა.

"ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან თავიანთ დაზღვევაში და შესაბამისად, ეს ვალდებულება ყველა სადაზღვევოს გააჩნია და ყველა ექიმს, ვინც ამ პროგრამაში არის ჩართული". –განაცხადა ტიკარაძემ.

26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ COVID-19-ით ინფიცირების 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ ინფიცირების 18 718 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2/3-ზე მეტი ბინაზე ან Covid-სასტუმროებში მკურნალობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები