COVID 19

ოქსფორდის ვაქცინამ ყველა ასაკობრივ ჯგუფში აღძრა იმუნური პასუხი

კვლევაში Covid-19-ის ერთ-ერთმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ერთნაირად აღძრა იმუნური პასუხი ახალგაზრდებსა და ასაკოვნებში. 

ოქსფორდის კომერციულმა პარტნიორმა, კომპანია AstraZeneca-ს განცხადებით, ვაქცინა AZD1222-ის კლინიკური კვლევის მეორე ფაზამ დაადასტურა, რომ ის 70 წელზე გადაცილებულ ადამიანებში წარმოქმნის ისეთივე იმუნური პასუხს, როგორსაც ახალგაზრდებში.

მოხუცებში ვაქცინის ეფექტურობა საკვანძო საკითხია. ორგანიზმის იმუნური სისტემა და შესაბამისად, მისი ბრძოლისუნარიანობა ასაკთან ერთად სუსტდება. ამის შედეგია Covid-19-ით მაღალი სიკვდილიანობა მოხუცებში. კვლევის მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ვაქცინას ნაკლები გვერდითი მოვლენა (რასაც მეცნიერები რეაქტოგენურობას უწოდებენ) აქვს ასაკოვან მოხალისეებში, რაც გამამხნევებელი ამბავია. 

"გამამახნევებელია იმის გაგება, რომ იმუნოგენურობის პასუხები ერთნაირი იყო მოხუცებსა და ახალგაზრდებში და რეაქტოგენულობა მოხუცებში უფრო დაბალი იყო. ეს შედეგები ამყარებს AZD1222-ს ეფექტურობის მტკიცებულებებს". – ამბობს AstraZeneca-შ წარმომადგენელი. 

ვაქცინა, რომელიც ეფექტური იქნება კორონავირუსთან ბრძოლაში არსებითად მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, თუმცა ბევრი მეცნიერი თვლის, რომ პირველი ვაქცინები სრულად არ დაიცავს ორგანიზმს, ამის ნაცვლად, მათ შესაძლოა, შეამსუბუქონ დაავადების სიმძიმე. შედეგად, მეტი ადამიანი აარიდებს თავს საავადმყოფოს და სიკვდილიანობა დაიკლებს. 

AstraZeneca-მ თანახმად, ვაქცინა შეზღუდული გამოყენებისთვის მომდევნო თვეების განმავლობაში შეიძლება, გახდეს ხელმისაწვდომი.  თუმცა, ექსპერტების უმეტესობა კომპანიის გარეთ და გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკი, თვლის, რომ ვაქცინა 2021 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. როდესაც ჰენკოკს ჰკითხეს, მიიღებს თუ არა წელს ზოგიერთი ადამიანი ვაქცინას, მან განაცხადა: "არ გმოვრიცხავ, მაგრამ ეს არ არის ჩემი მოლოდინი."

ვაქცინის ეფექტურობის შესახებ გადაჭრით რაიმეს თქმა ჯერ ნაადრევია. გამამხნევებელია, რომ იმუნური რეაქცია აღიძრება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ საჭიროა მომდევნო ფაზის კვლევები, რათა ვნახოთ იმუნური პასუხი ნიშნავს თუ არა კლინიკურ ეფექტურობასა და ინფექციის პრევენციას. ეს გაცილებით უფრო მასშტაბურ კვლევებს მოითხოვს. ანტისხეულების გაზრდილი დონე სისხლში არ არის იმის გარანტია, რომ ვაქცინა ვირუსისგან დაგვიცავს. 

კომენტარები