აშშ - საქართველო

დეგნანი: საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების ჩატარება გადამწყვეტია ნატოს წევრობისთვის

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი საქართველოს საპარალამენტო არჩევნების შესახებ საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა.

კელი დეგნანმა ისაუბრა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობაზე დემოკრატიისთვის. ელჩმა აღნიშნა, რომ ეუთოს წევრობით და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით საქართველომ დადო პირობა, რომ დაიცავდა საერთაშორისო სტანდარტებს და თავისუფალი არჩევნების ჩატარება ამ სტანდარტების ნაწილია. თავის მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებისა და დემოკრატიული ფასეულობების ერთგულება კი გადამწყვეტია ნატოს წევრობისთვის და ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ელჩმა აღნიშნა, რომ თავისუფლების სიყვარული და საერთო ღირებულებები აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის საფუძველია.

კელი დეგნამა განმარტა, რა მოლოდინი არსებობს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და სამართლიანად ჩატარებისთვის.

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არა მხოლოდ საარჩევნო დღეს ეხება. ეს ეხება პროცესს. პროცესი, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და სანდო და რომელსაც ხალხი ლეგიტიმურად მიიჩნევს. სამართლიან არჩევნებში, თავისუფალ არჩევნებში, არ არის ადგილი ამომრჩევლის დაშინებისთვის, მოსყიდვისთვის, ადამიანების იძულებისთვის, გადაიღონ ბიულეტენის სურათები, [არ არის ადგილი] დაშინებისთვის, რომ ადამიანს გაათავისუფლებენ სამსახურიდან, თუ ხმას მისცემს ერთ პარტიას ან დაპირებისთვის, რომ დააწინაურებენ, თუ ხმას მისცემს მეორე პარტიას. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნიშნავს: ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა". – თქვა დეგნანმა.

კელი დეგნანის თანახმად, არჩევნების წარმატება დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხზე. 

ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა და აკვირდებოდა საქართველოში საარჩევნო პროცესებს. 

კომენტარები