აშშ-მალდივის კუნძულები

პომპეომ მალდივის კუნძულებზე პირველად აშშ-ს საელჩოს გახსნა დააანონსა

მაიკ პომპეო
The Economic Times

28 ოქტომბერს აშშ-ს საგარეო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი პირველად მალდივის კუნძულებზე საელჩოს გახსნის. პომპეო ამჟამად ხუთდღიანი ტურნეთი იმყოფება ინდო-წყნარი ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონში ჩინეთის გავლენის დაბალანსების მიზნით. 

"ამ შენობის გახსნა ერთ ღამეში ვერ მოხერხდება, თუმცა ეს ამად ღირს". – განაცხადა პომპეომ მალდივის კუნძულებზე პრესკონფერენციაზე. 

"ეს სწორია. თქვენი როლი ინდო-წყნარ ოკეანეთში და საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია". – აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

პომპეომ ინდოეთში, შრი-ლანკაში, მალდივის კუნძულებებზე და ინდონეზიაში ტურნე 25 ოქტომბერ დაიწყო. ტურნეს დაწყებამდე მან მოლოდინი გამოთქვა, რომ შეხვედრები მოიცავს დისკუსიებს თუ "როგორ უნდა იმუშაონ თავისუფალმა ქვეყნებმა ერთად, რათა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფრთხე თავიდან აირიდონ".

ინდოეთში ვიზიტისას მან თქვა, რომ აშშ-მ და ინდოეთმა ერთად უნდა იმუშაონ უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე, რათა შეეწინააღმდეგონ ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეს. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს სამხედრო შეთანხმებას, რაც ინდოეთს მისცემს წვდომას აშშ-ს მოწინავე სატელიტსა და რუკის მონაცემებზე.

შეგახსებენთ, რომ ინდოეთი Quad-ის წევრია. ჩინეთისგან მომავალი მზარდ საფრთხესთან ერთად ბოლო დროს სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ შორეულ აღმსავლეთში აშშ-ს ლიდერობით სამომავლოდ NATO-ს მსგავსი ალიანსის შექმნაზე.

ვაშინგტონი აღმოსავლეთის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოკავშირეების მხარდაჭერას ელის, თუმცა, მეორე მხრივ, მათ პეკინთან ურთიერთობის გაუარესებას თავს არიდებენ ეკონომიკური კავშირების გამო. 2019 წელს ავსტრალიის საექსპორტო მთავარი მიმართულება ჩინეთი იყო, ჩინეთი იაპონიისთვის მეორე მთავარი მიმართულება იყო, ხოლო ინდოეთისთვის - მესამე. თუმცა, შესაძლოა, ეს დამოკიდებულება ბოლო პერიოდში შეიცვალა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე დაპირისპირება მოხდა, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.

კომენტარები