არჩევნები 2020

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევნებისთვის საქართველოში 28-კაციან მისიას აგზავნის

ელონა ჯებრეა ხოჯა/პია კაუმა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 31 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის 28-კაციან მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის.

მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და ლიდერი იქნება ელონა ჯებრეა ხოჯა. მიმდინარე წლის დასაწყისში ხოჯა უძღვებოდა სადამკვირვებლო მისიას აზერბაიჯანში.

"როგორც დამკვირვებლებს, ჩვენს პარლამენტარებს არჩევნებში ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, როგორც საკუთარ ქვეყნებში, ასევე - მთლიანად ეუთოს რეგიონში. რაც საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ არჩევნების მიუკერძოებელი შეფასება. ჩვენ ვაფასებთ, პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ჩამოსვლისა და ამ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობას. ჩვენი დამკვირვებლები იხელმძღვანელებენ ყველა შესაბამისი რეკომენდაციით, რათა უზუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება და მათი უსაფრთხოება ვისაც შევხდებით". – თქვა ელონა გჯებრეა ხოჯამ.

ეუთოს საპარლამენტო სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის საგანგებო წარმომადგენელი იქნება ფინელი პარლამენტარი, პია კაუმა.

"საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ გაზაფხულის შეთანხმებამ, რომელიც ყველა პარტიას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად იყო მიღწეული, შექმნა მნიშვნელოვანი ფონი ამ არჩევნებისთვის. მიხარია, რომ ჩვენს დელეგაცია საშუალება ექნება რომ ახლოდან დააკვირდეს რეფორმირებული სტრუქტურის ამ მნიშვნელოვან არჩევნებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ მიღწევების შემდეგ ჩვენ შევძლოთ, მოწმენი გავხდეთ საარჩევნო დღის, რომელიც ჩაივლის წყნარად და მოწესრიგებულად. ეს იქნება გამოცდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის". – თქვა პია კაუმამ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეუთოს საპარლამენტო სადამკვირვებლო მისია მჭიდროდ ითანამშრომლებს ეუთოს ODIHR-ის 27 გრძელვადიან დამკვირვებელთან და 13-კაციან ექსპერტთა ჯგუფთან, რომლებიც 25 ოქტომბრის შემდეგ აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს. ეუთოს საპარლამენტო სადამკვირვებლო მისია ასევე ითანამშრომლებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მისიებთან.

დამკვირვებლები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ საარჩევნო კამპანიის გარემოს, არჩევნების ადმინისტრირების პროცედურებს, საარჩევნო დღის პროცედურებსა და მედიის მიერ არჩევნების გაშუქებას. არჩევნების შემდეგ წინასწარი შეფასებები და დასკვნები პირველ ნოემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე იქნება გავრცელებული.​

კომენტარები