ავტოავარია

ნაფარეულში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

Tabula

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა. მათგან ერთ-ერთს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.

კომენტარები