ახალი კორონავირუსი საქართველოში

გასულ დღე-ღამეში გარდაცვლილი 20 პაციენტიდან 9 აჭარაში მკურნალობდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 პაციენტიდან 9 აჭარაში, კერძოდ კი ბათუმის სხვადასხვა კოვიდ მიმღებ კლინიკაში და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

  1. რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 13:10:2020, გარდაიცვალა:28:10:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, შაქრიანი დიბეტი, არტ. ჰიპერტენზია.
  2. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 71 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 11:10:2020, გარდაიცვალა:28:10:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა,რესპირაციული დისტრესსინდრომი, გულის ქრ. უკმარისობა, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, პარკინსონის დაავადება.
  3. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 76 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 27:10:2020, გარდაიცვალა:28:10:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვუს მწვავე უკმარისობა,რესპირაციული დისტრესსინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტ. ჰიპეტენზია, გულის ათეროსკლ. დაავადება.
  4. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 75 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 28:10:2020, გარდაიცვალა:28:10:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი.
  5. კლინიკა მედცენტრი გარდაიცვალა 73 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 23:10:2020, გარდაიცვალა:28:10:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, გნოზიულის უკმარისობა, საძილე არტერიის ოკლუზია და სტენოზი.
  6. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 76 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 20:10:2020, გარდაიცვალა:28:10:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი, კომა, ზოგადი სიმსუქნე.
  7. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 75 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 17:10:2020, გარდაიცვალა:28:10:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სისხლდენით, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, თირკმლების მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი.
  8. ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 78 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 23:10:2020, გარდაიცვალა:29:10:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი,სტენტირება.
  9. რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაიცვალა 71 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 25:10:2020, გარდაიცვალა:29:10:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები