საფრანგეთი-თურქეთი

ერდოღანი: ქვეყნებს, რომლებიც ისლამს დასცინიან, ჯვაროსნული ლაშქრობების განახლება სურთ – Reuters

The Sun Daily

თურქეთის პრეზიდენტმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ დასავლურ ქვეყნებს, რომლებიც ისლამს დასცინიან, სურთ, "ჯვაროსნული ლაშქრობა ხელახლა დაიწყონ".  

ერდოღანმა პარლამენტში განაცხადა, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედზე თავდასხმისთვის წინ აღდგომა მათთვის ღირსების საკითხია. აღსანიშნავია, რომ მუსლიმები მუჰამედის კარიკატურებს მკრეხელობად აღიქვამენ. 

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთი "კიდევ ერთხელ, ბარბაროსობის პერიოდისკენ მიმართება". ერდოღნის თქმით, კოლონიური ძალები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში თავიანთი ჩანაწერებით "მკვლელები" არიან. 

"მათ სიტყვასიტყვით უნდათ ჯვაროსნული ლაშქრობების განახლება. ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ ბოროტებისა და სიძულვილის თესლი დაეცა ამ (მუსლიმურ) მიწებზე და სწორედ ამ დროს მშვიდობა დაირღვა" - აღნიშნა მან.

ერდოღანის თქმით, თავისი კარიკატურა არც უნახავს - "რადგან ამ ამორალური გამოცემისთვის შეხედვაც არასწორი მგონია". მისივე თქმით, მისი ბრაზი  წინასწარმეტყველი მუჰამედის უპატივცემულობას ეხება.

27 ოქტომბერს შარლი ებდომ ერდოღანის კარიკატურაც გამოაქვეყნა, რაზეც თურქეთი სამართლებრივი და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრათურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერდოღანის კარიკატურების გამო საფრანგეთის საელჩოდან ელჩის მოადგილე დაიბარა. 

16 ოქტომბერს საფრანგეთში 47 წლის ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის, გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის აბდულა ანზოროვმა, თავი მოჰკვეთა. საფრანგეთის მთავრობა და ფრანგი მოქალაქეები პატიზე ტერორისტულ თავდასხმას თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმად მიიჩნევენ. 

კარიკატურები თავდაპირველად ფრანგულ სატირულ ჟურნალ შარლი ებდოში გამოქვეყნდა. 2015 წლის 7 იანვარს ძმები საიდ და შერიფ კუაშები შეიჭრნენ შარლი ებდოს რედაქციაში და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში თავდასხმას 12 ადამიანის, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, წამყვანი კარიკატურისტებისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდამ და ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღეს.

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, სურს, დაიცვას სეკულარული ღირებულებები რადიკალური ისლამისგან. ეს საკითხი გამწვავდა მას შემდეგ, რაც პატის მუჰამედის კარიკატურების გაკვეთილზე ჩვენებისთვის თავი მოჰკვეთეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მაკრონი ანტიისლამურ განწყობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მას მენტალური ჯანმრთელობის შემოწმება სჭირდებოდა. შარლი ებდოში ერდოღანის კარიკატურების გამოქვეყნება სწორედ ამას მოჰყვა.

"ისლამზე თავდასხმისთვის" მაკრონი პაკისტანის პრეზიდენტმაც გააკრიტიკა

ზოგიერთ მუსლიმი უმრავლესობით დასახლებულ ქვეყნებში ამის საწინააღმდეგოდ აქციებიც გამართეს, მათ შორის, ბანგლადეშში, ერაყში, ლიბიაში, სირიაში და სხვა.

სომალის დედაქალაქში ასობით მომიტინგემ, უმეტესწილად ახალგაზრდებმა, აქცია გამართა. ისინი საფრანგეთის საწინააღმდეგო სლოგანებს გაიძახდნენ და საფრანგეთის დროშებს წვავდნენ. 

ირანში, თეირანში პროტესტის გამოსახატად ათეულობით მომიტინგე შეიკრიბა საფრანგეთის საელჩოსთან. 

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში უკვე მესამე დღეა, ასობით მუსლიმი იკრიბება ქუჩებში და გაიძახიან: "ფრანგულ პროდუქტებს ბოკიკოტი!" და მაკრონის ფოტოებს წვავენ. 

აღსანიშნავია, რომ დღეს, 29 ოქტომბერს, საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში განხორციელდა დანით თავდასხმა. ქალს თავი მოჰკვეთეს, მოკლეს სამი და დაჭრეს რამდენიმე ადამიანი.

კომენტარები